არჩილ თალაკვაძე: ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან პოზიტიური გზავნილები ჰქონდა

“ახლახან დასრულდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტი. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან პოზიტიური გამოსვლა, ძალიან პოზიტიური გზავნილები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც დღეს საქართველოს და მთლიანად რეგიონის წინაშე დგას.

„პირველ ყოვლისა, მან ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა უპირობო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც არის ჩვენს რეგიონში, რომელიც აქვს საქართველოს. დღეს სხვადასხვა გამოსვლაში არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს საკითხი და ჩვენმა პარტნიორებმა გაიხსენეს კიდეც ის ისტორია, რომლითაც დაიწყო ამ რეგიონში ოკუპაცია და ბევრმა აღნიშნა, რომ თავის დროზე რაც მოხდა საქართველოში, იმსახურებდა უფრო მეტი ყურადღებას და უფრო ძლიერ კონსოლიდაციას ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები