ალუდა ღუდუშაური – მარიკა არევაძეს: როგორ უნდა იყოთ თქვენ ლეგიტიმური სახალხო დამცველი, როდესაც, თქვენი თქმით არალეგიტიმურ ორგანოს, ლეგიტიმაციას სთხოვთ?

როგორ უნდა იყოთ თქვენ ლეგიტიმური სახალხო დამცველი, როდესაც, თქვენი გაგებითა და თქვენი თქმით არალეგიტიმურ ორგანოს, ლეგიტიმაციას სთხოვთ?, – ამ კითხვით მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატს, მარიკა არევაძეს.

„მიიჩნევთ თუ არა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება – თურმე, ტოტალურად გაყალბებულა, არჩევნები არის არალეგიტიმური და ხალხის ნების საწინააღმდეგოა საკანონმდებლო ორგანო, თქვენი ეს შეფასება არის შეცდომა და სიცრუე, თუ კვლავ იზიარებთ და რჩებით ამ აზრზე?

როგორ უნდა იყოთ თქვენ ლეგიტიმური სახალხო დამცველი, როდესაც, თქვენი გაგებითა და თქვენი თქმით არალეგიტიმურ ორგანოს, ლეგიტიმაციას სთხოვთ? ასეთი სამართლებრივი ნონსენსი როგორ შეიძლება, რომ იყოს, მითხარით აბა?!“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები