ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სადილი „შატო მუხრანში“ გაიმართა.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.