მარიკა არევაძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს შეხვდა

სახალხო დამცველობის კანდიდატი, მარიკა არევაძე დღეს პარლამენტში ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლო სისტემას, დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას, სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობას და სხვა აქტუალურ საკითხებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მომეცა საშუალება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობა. როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატმა წარვადგინე ჩემი ხედვები და გეგმები ინსტიტუციის განვითარებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ სახალხო დამცველის არჩევისას კონსენსუსის მნიშვნელობაზე და მისი მიღწევის აუცილებლობაზე.

თითქმის ერთი თვეა, რაც ვცდილობ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდე, რათა პირადად მივაწოდო ინფორმაცია ხედვებისა და გეგმების შესახებ. ასევე ვუპასუხო მათ შეკითხვებს და დავარწმუნო, რომ თუკი პოლიტიკური სპექტრი კონსენსუსის საფუძველზე ჩემს კანდიდატურას დაუჭერენ მხარს, სახალხო დამცველის ინსტიტუტი იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მიმაჩნია, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობა და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება“, – განაცხადა მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველობის კანდიდატმა მარიკა არევაძემ დღეს რიგით მე-6 შეხვედრა გამართა. შეხვედრები გაიმართა შემდეგ საპარლამენტო ჯგუფებთან და პარტიებთან: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები