მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიციები, რომლებიც რეზოლუციასთან დაკავშირებით გაჩნდა, ყველამ კარგად გააცნობიეროს და გაიგოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ დღეს გავრცელებული წერილის მიზანი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოს პოზიციების უკეთ განმარტებაა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თანამეგობრობას აუხსნას საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან.
„მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიციები, რომლებიც რეზოლუციასთან დაკავშირებით გაჩნდა, ყველამ კარგად გააცნობიეროს და გაიგოს. მნიშვნელოვანია, კარგად ავუხსნათ საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ რა დგას საქართველოს მიერ პოზიციონირების უკან, როდესაც ჩვენ ევროსაბჭოში მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენი წუხილი და პოზიციები უნდა იცოდნენ საერთაშორისო პარტნიორებმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ამას ემსახურებოდა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს წერილით მიმართავს.