ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი აპირებს, ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს, მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს

აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიევისვე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც.

„ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც და გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები