დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება არღვევს ევროპული სამართლიანობის პრინციპებს
მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ სამართლიანობის პრინციპებს, რაც ევროპაშია დამკვიდრებული. ამიტომ, სავსებით მართალია პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც რეზოლუციას ასეთი შეფასება მისცა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის სტატუსი არის მოგონილი და შეთითხნილი, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პირების მიერ არასწორი მოქმედებით შეტანილი იყო რეზოლუციაში, რამაც რეზოლუციის მიმართ კითხვები გააჩინა.
„მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება არღვევს ევროპული სამართლიანობის პრინციპებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული უამრავ საქმეში, მან საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა. სწორედ ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო სანდრო გირგვლიანის საქმეზე. შესაბამისად, სააკაშვილის პოლიტპატიმრად დასახელება პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ სამართლიანობის პრინციპებს, რაც ევროპაშია დამკვიდრებული. ამიტომ, სავსებით მართალია პარლამენტის თავმჯდომარე, როცა რეზოლუციას ასეთი შეფასება მისცა. სააკაშვილის სტატუსი არის მოგონილი და შეთითხნილი, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პირების მიერ არასწორი მოქმედებით შეტანილი იყო რეზოლუციაში, რამაც რეზოლუციის მიმართ კითხვები გააჩინა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერის შესახებ მიმართავს.