ლევან მურუსიძე: ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან-მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს
“ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია”, – ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურისიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც განმარტა, თუ რატომ დააყენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა.
მურუსიძის თქმით, იბრძოლებს, რათა სასამართლო იყოს უფრო დამოუკიდებელი.
“არ მოისვენეს, არასამთავრობო სექტორი იქნება, სხვადასხვა პოლიტიკოსები, ექსპერტები და ხშირად ისევ ატრილებენ ჩემს სახელს. ჩემი სახელი ისეთი არაფერი, მაგრამ ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას და ყველა პრობლემას, რაც კი იყო სასამართლოში ქვეყანაში, მაბრალებდნენ. ამიტომ, რადგან ვიყავი რიგითი მოსამართლე და არ მქონდა საშუალება პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ პრეტენზია ექნება ვინმეს და რამე, მე თვითონ გავცემ პასუხს. არასამთავრობო სექტორი იქნება თუ რაღაც რეალურად გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს არის ხელის შემშლელი, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად და შესაბამისად, სასამართლო იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის და ჩემი მოშორებით და ჩემი დისკრედიტაციით, ისინი ფიქრობდნენ, რომ შემდგომ დაშლიან სასამართლო სისტემას და შემოვლენ იმ კადრებით, რომლითაც მართავენ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, საერთოდ ხომ არ წავიდე სასამართლო სისტემიდან-მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს. ლაპარაკობენ სულ მურუსიძე, მურუსიძე… თან განაზოგადეს ეს სახელი. ვიბრძოლებ, რათა სასამართლო იყოს უფრო დამოუკიდებელი”,- განაცხადა მურუსიძემ.