ირაკლი ღარიბაშვილი: იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის,  მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯია მელონის, იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს.

“იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის.

მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ დონეზე.

საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები