ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.