მიხეილ სააკაშვილი: რაც შეეხება ბელორუსიიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ, ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელორუსთა განწყობას
“თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა, მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან, ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, ასე თუ ისე, ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს.
“რაც შეეხება ბელორუსიიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ, ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელორუსთა განწყობას. ბელორუსში ძალებს ანლაგებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რათა უკრაინამ სამხრეთში და აღმოსავლეთში გამოსაყენებელი ძალების ნაწილს მუდმივად ინარჩუნებდეს ბელორუსის საზღვრებზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.