ლაღიძეზე აფეთქების შედეგად დაშავებული 2 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
ამასთან, დაშავებულების მდგომარეობის შესახებ, პაციენტების მოთხოვნის შესაბამისად, კლინიკა დეტალებს არ ასაჯაროებს.
ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე დილით მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.