იაპონიაში მამაკაცის ფერადი ბიუსჰალტერების გაყიდვა დაიწყეს
იაპონიაში გაყიდვაში გამოვიდა მამაკაცებისთვის განკუთვნილი ბიუსჰალტერები სახელწოდებით Floral Goodnight Bra და Kahei Oyasumi Bra . ბიუსჰალტერების მწარმოებლები მამაკაცებს პირდებიან, რომ ამ ბიუსჰალტერებით მუდმივად იქნებიან დაცული გრავიტაციის მოქმედებისგან. „The Mirror“-ს ტოკიოს ერთ-ერთ მაღაზიის გამყიდველმა კაკუ ნიშიოკამ განუცხადა, რომ „ ყველა მამაკაცმა არ იცის იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც მათ მკერდს ემუქრება. მამაკაცებს თუნდაც კარგად ჰქონდეთ განვითარებული მკერდის კუნთები, მათ მაინც უწევთ იგივე პრობლემებთან შეჯახება რაც ქალებს. დროთა განმავლობაში კუნთები იწელება და კარგავენ ფორმას“, – განაცხადა ნიშიოკამ. ბიუსჰალტერებთან ერთად მწარმოებლებმა გაყიდვაში ბიუსჰალტერებისა და საცვლების ერთიანი კომპლექტიც გამოუშვეს, რომლებიც წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი. ბიუსჰალტერებმა კრიტიკა გამოიწვია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამამკვიდრებლების მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ მამაკაცებმა მკერდის კუნთებზე ზრუნვა, მხოლოდ ფიზკულტურული ვარჯიშებით უნდა მოახდინონ. მამაკაცის ბიუსჰალტერებისა და საცვლების შეძენა იაპონიაში როგორც ჩვეულებრივ, ისე ონლაინ მაღაზიებშიც არის შესაძლებელი. ბიუსჰალტერისა და საცვლის კომპლექტის ღირებულება დაახლოებით 30 აშშ დოლარს უტოლდება. წყარო: mirror.co.uk