ლარი გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7657 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7660 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7082 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები