ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სახალხო დამცველის კანდიდატებს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები: ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე სახალხო დამცველის კანდიდატებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარ თემას ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და ევროკავშირის რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულების მიმართ კანდიდატების ხედვების გაცნობა და მათი მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა.

„ჩვენთვის საინტერესო იყო, მოგვესმინა სახალხო დამცველის კანდიდატების ხედვები და გავცნობოდით მათ მოსაზრებებს ისეთ სოციალურად მტკივნეულ საკითხებზე, როგორიც არის ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობა, ფემიციდი და ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის შესრულების მიმართ, რომელიც უშუალოდ ქალთა უფლებებს და უთანასწორობის აღმოფხვრას შეეხება. თემები, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მწვავე და მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემებში იშვიათად ხდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ თემებზე ცალკე შევხვედროდით სახალხო დამცველის კანდიდატებს და მოგვესმინა მათთვის”, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები