პუტინმა ტურიზმის სააგენტო -“როსტურიზმი” გააუქმა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტურიზმის ფედერალური სააგენტოს – “როსტურიზმის” გაუქმების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამის მიზანია „ტურიზმისა და ტურისტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო ადმინისტრირების გაუმჯობესება, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ეფექტიანობის გაზრდა და ფედერალური აღმასრულებელი ორგანოების ოპტიმიზაცია”.
სააგენტოს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა.