საფრანგეთმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა

საფრანგეთში 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი მინისტრთა საბჭოს სხდომაზე შეთანხმდა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, მოდ ბრეჟონმა ბრიფინგზე განაცხადა, პირველი რაუნდი 18 აპრილს არის დაგეგმილი.

„მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღები დღეს დილით იქნა შემოთავაზებული. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ ისინი გაიმართება კვირას, 2027 წლის 18 აპრილს და ასევე კვირას, 2027 წლის 2 მაისს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები