პარლამენტში დღეს დეპუტატები გენერალურ აუდიტორს მოუსმენენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმენენ.
გასული წლის ანგარიშს დეპუტატებს ახალი გენერალური აუდიტორი, ცოტნე ყავლაშვილი გააცნობს.
ოპოზიციის მტკიცებით, დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო სტრუქტურებში ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნები აშკარაა და გარკვეული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
თავის მხრივ, მმართველი გუნდი მზად არის, დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციები გაითვალისწინონ.