პარლამენტმა კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და 98  ხმით მიიღო კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ რეგლამენტის პროექტით წესრიგდება კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნასთან, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებასთან, თანამდებობის პირის მოსმენასთან, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში მთავრობის წევრის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის, ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი დოკუმენტების, დასკვნების და სხვა საჭიროს მასალების წარდგენის ვალდებულებასთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

„ეს საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას, რაც პირველი მოსმენით მიღებული იყო პარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის და ფრაქციის მხარდაჭერით და ეს ის შემთხვევაა, როდესაც შინაარსი და სურვილი დადებითი კენჭისყრისა ემთხვევა ერთმანეთს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები