მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს უყრის კენჭს

ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. 18 ოქტომბერს, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დეპუტატები კონსტიტუციური კანონის პროექტს – „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ხვალ განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებას, იმ შემთხვევაში, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს ცვლილება, სჭირდება 2/4 ანუ 113 ხმა. განსაკუთრებით მივმართავ ოპოზიციას, რომ წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტის სხდომაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

19 ოქტომბერს, პარლამენტი კანონპროექტების განხილვის შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურისა და აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშებს მოისმენს.

20 ოქტომბერი კი დაეთმობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენას მინისტრის საათის ფორმატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები