კიევმა ჰუმანიტარული კოლონის გატარებაზე უარი განაცხადა
უკრაინის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის არ აპირებს საზღვრების გახსნას და ჰუმანიტარული კოლონის გატარებას, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მოემართება. ამის შესახებ საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
,,ეს კოლონა საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ სერტიფიცირებული არ არის. ამიტომ კოლონა, რომელსაც ოფიციალური სერტიფიკატი არ ააქვს, ის უკრაინის ტერიტორიაზე ვერ მოხვდება“,- განაცხადა ლისენკომ.