“იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ახლა ბრონქლიოტი სჭარბობს” – ივანე ჩხაიძე

“ახლა არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს კლინიკებში მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს – ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ, შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის ჩართვას, სტვენით სუნთქვას”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, თებერვლის მეორე კვირას რესპირაციულ სინციტიური ვირუსი გახდა ძირითადი ვირუსი სტაციონარშიც, გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას, რაც აისახა კლინიკურ გამოვლინებაში.

“ახლა არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. თუ გადავხედავთ, რა დიაგნოზებით არიან ბავშვები მოთავსებულები პედიატრიულ სტაციონარებში, იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ახლა ბრონქლიოტი სჭარბობს.

ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სპეციფიკური სიმპტომი აქვს – სტვენითი სუნთქვა. ეს არის ბრონქიოლიტის წამყვანი მიზეზი, რაც განპირობებულია ბრონქიოლების შევიწროებით.

თუ ფილტვის ანთებას შევადარებთ, ბრონქიოლიტი არ იძლევა ისეთ მძიმე გართულებას, რომ აუცილებელი გახდეს ბავშვის მოთავსება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები