“რეალურად, სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით, უპირველეს ყოვლისა, ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა” – პაპუაშვილი

“რეალურად, სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით, უპირველეს ყოვლისა, ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა”, – ამია შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მან მთავრობის დადგენილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

„ამ მიმართულებით ადრე გვქონდა საუბარი მათ შორის გიდებთანაც, იმ მხრივ, რომ ხდება ბაზარზე მათი ჩანაცვლება-შევიწროება მოქალაქეობის არმქონე პირების მხრიდან. იგივე ეხება ავტოგადაყვანას და კურიერების სერვისს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები. რეალურად სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამიტომ იქ, სადაც არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებული და ამ სფეროში იყვნენ კიდევაც და მოხდა გარკვეული ჩანაცვლება, აქ სახელმწიფო უპირველესყოვლისა საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამოდის და შესაბამისად ეს წესები დადგინდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები