კახა კალაძე: ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს
„ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება,“ – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა პარტიული დავალება, რომ ყველას მიელოცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღე იდენტური ტექსტებით.
„თქვენ რაც არ უნდა იწვალოთ, ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის მოცემულობა და რეალობა. 2011 წელს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ყოველთვის დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს. ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.