მათიკაშვილი – 8 პოლიტიკოსის საქმეზე: საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დაზიანების მცდელობა – ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა
“საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დაზიანების მცდელობა – ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
ის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვას ეხმაურება.
”ახალ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ჭრილში ხდება ბრალდების გამყარება სასამართლო პროცესზე. ბუნებრივია, რომ ყველა მსგავს მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცეს”, – ამბობს მათიკაშვილი.
ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა იმართება.