“როცა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, მათ გაითავისონ, რომ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მათი იდეოლოგიის თავსმოხვევა” – მარიამ ლაშხი
“საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში იმ სამიტზე მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი გზავნილია – სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტენ საკუთარ ბედს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ქვეყნებს შორის როცა თანამშრომლობასა და დიალოგზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა გაითავისონ და გაიაზრონ, რომ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მათი იდეოლოგიის თავსმოხვევა.
“დისკუსიის მთავარი თემა იქნება, გლობალიზაციის პირობებში, ზეწოლების მიუხედავად, როგორ უნდა მოვახერხოთ ქვეყნის ინტერესების დაცვა. საქართველო ზუსტად ამ გზავნილით ვაშინგტონში წარდგება და გაახმოვანებს, რომ საქართველოს მომავალს წყვეტს ქართველი ხალხი. ასევე ეს ვიზიტი გამოყენებული იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვის და საპარლამენტო თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისწერეთ კვირა