მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

სოციალური დახმარების სისტემის მაქსიმალური მიზნობრიობისა და ეფექტიანობისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება იწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, პარლამენტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა პროცესის ობიექტურად და ეფექტურად წარმართვის გზები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა, რეალურად, ესაჭიროებათ.

2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი თუმცა, არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში, არ ხდებოდა რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივად, აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები