მაიკლ კარპენტერი: საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანაა, შესაბამისად, მისწრაფებები ჩვენთვის სრულიად ნათელია

აშშ რეგიონთან მჭიდრო პარტნიორობაშია. ჩვენ რეგიონში სპეციალურ წარმომადგენლად მივავლინეთ ელჩი ფილიპ რიკერი, მას აქვს დიდი ხნის ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც იცით, ელჩი რიკერი რეგიონში ვიზიტით იმყოფებოდა და მალე ოფიციალურ ვიზიტს ისევ გეგმავს. ზუსტად ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სალივანი ყურადღებით აკვირდებიან სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და სურთ პარტნიორული ურთიერთობების გამყარება, განსაკუთრებით საქართველოსთან. საქართველო ნატოსა და ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანაა, შესაბამისად, მისწრაფებები ჩვენთვის სრულიად ნათელია“, – განაცხადა კარპენტერმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები