„ვინმესთან თუ გვქონდა გაუგებრობა და რაიმე სახის პრეტენზიები, ეს იყო ამერიკის წინა ადმინისტრაცია, რომელიც დღევანდელ ადმინისტრაციას მტრად ჰყავს გამოცხადებული” – მაჭავარიანი
“ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და ეს ამერიკის მხარემ იცის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, “ქართული ოცნება” აშშ-თან ურთიერთობების განახლების მიმართულებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ვინმესთან თუ გვქონდა გაუგებრობა და რაიმე სახის პრეტენზიები, ეს იყო ამერიკის წინა ადმინისტრაცია, რომელიც დღევანდელ ადმინისტრაციას მტრად ჰყავს გამოცხადებული. ქართული მხარის მაღალი დონის ვიზიტი ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და პრემიერის ზარი, საქართველოში განხორციელებული ვიზიტი გვაძლევს საშუალებას, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ურთიერთობების განახლების მიმართულებით“, – თქვა მაჭავარიანმა.