ირაკლი კობახიძე: ყრილობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო, ყველა ლიდერი ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრობდა და ამ კონტექსტში საქართველო მოხსენიებული იყო

ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო ყრილობაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა ლიდერი ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრობდა და ამ კონტექსტში იყო საქართველო მოხსენიებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„ეს მხარდაჭერა და განცხადებები აგვავსებს ოპტიმიზმით, რომ საქართველო ძალიან მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები