მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგას, ბართინის პროვინიციაში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგას, თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა:
” ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის.” – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.
თურქეთში მომხდარ ტრაგედიას, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი,ილია დარჩიაშვილი:
“ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ფატალური შემთხვევის გამო. ჩემი ფიქრებით ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გვერდით ვდგავარ. თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში გამძლეობას ვუსურვებ” – წერს ილია დარჩიაშვილი.
ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.
