შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას ბართინის პროვინციაში მაღაროში მომხდარი აფეთქების გამო მიუსამძიმრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქ კოლეგას, მუსტაფა შენთოფს მიმართავს და ბართინის პროვინციაში მაღაროში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.
„ძვირფასო მეგობარო და კოლეგავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბართინის პროვინციაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვლოცულობ ამ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, – წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე”.
Dear friend and colleague, @MustafaSentop, please, accept my sincere condolences on the tragedy of mine blast in #Bartin province. I pray for the families and loved ones of those who lost their lives in the deadly accident, and wish smooth recovery to the injured.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 15, 2022