ირაკლი კობახიძე: ვესწრებით ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობას, სადაც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი აირჩევა და სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყრილობაზე აირჩევენ ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს, ასევე გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.

„ვესწრებით ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობას, სადაც აირჩევა ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი და ასევე, გაიმართება დისკუსიების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც ბუნებრივია, მომავალი წლების განმავლობაში, განსაზღვრავს ევროპის მასშტაბით ამ ორგანიზაციის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები