„ქართული სიმღერები კინოფილმებიდან“ – საკონცერტო პროგრამას ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ უმასპინძლებს

21 ოქტომბერს, 19:30 საათზე, რიგით 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საკონცერტი პროგრამა – „ქართული სიმღერები კინოფილმებიდან“ .
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სცენაზე წარდგებიან ქართველი მომღერლები – ეკა, მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, დავით ნოზაძე და გედევან ჯინჭარაძე, რომლებიც შეასრულებენ რ.ლაღიძის, ა. კერესელიძის, ს. ცინცაძის, გ.ცაბაძის ბ.კვერნაძის, გ.ყანჩელის, ჯ. და ვ. კახიძეების სიმღერებს ქართული კინოფილმებიდან.
დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები