გიორგი მღებრიშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვეიცარიის ელჩს საქართველოში, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. სასჯელაღსრულების მინისტრმა შვეიცარიის ელჩს სამინისტროს გეგმები – წესრიგი და ევროსტანდარტებთან მაქსიმალური სიახლოვე გააცნო. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მინისტრმა ელჩს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები გააცნო და სამინისტროს სამომავლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა მთავარ მიზანს სისტემაში წესრიგი და, ამავდროულად, ადამიანთა უფლებების დაცვა, ევროსტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოვება და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერება წარმოადგენს. შვეიცარიის ელჩის განცხადებით, ის აფასებს იმ ძირეულ ცვლილებებს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა და სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, არჩილ თალაკვაძე და ბესიკ დევდარიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები