დიტო სამხარაძე: როდესაც მთელი ერი გლოვობს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდამ სხვისი ტრაგედიით ცდილობენ პოლიტიკური ქულების მოხვეჭას

როდესაც მთელი ერი გლოვობს და ქვეყანა პატარა ანგელოზის გარდაცვალებამ შეძრა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდამ სხვისი ტრაგედიით ცდილობენ პოლიტიკური ქულების მოხვეჭას, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

“უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს, ღმერთო, აშორე ყველას განსაცდელი. ნამდვილად არ მინდოდა არანაირი პოსტის გამოქვეყნება, არც პოლიტიკური კეკლუცობაა ჩემი სტილი, რასაც ვფიქრობ, ღიად ვუფიქსირებ ადრესატებს!!! როდესაც მთელი ერი გლოვობს და ქვეყანა პატარა ანგელოზის გარდაცვალებამ შეძრა, არსებობენ ხალხი, რომლებიც მუდამ სხვისი ტრაგედიით ცდილობენ პოლიტიკური ქულების მოხვეჭას! უსამშობლო ხალხი, საქართველოს მტრები!!!
კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ანგელოზის გარდაცვალების გამო, ღმერთმა გაანათლოს მისი სული.
ყველა დამნაშავე დაისჯება, ძალიან მალე”, – წერს სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები