ირმა არჩვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე მხატვრის, ირმა არჩვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ტილოსა და ზეთში შესრულებულ 35 ნამუშევარს აერთიანებს, განსხვავებულია მათი ტექნიკა და ჟანრი. გამოფენა 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ირმა არჩვაძე დაიბადა 1968 წელს. 14 წლის ასაკში ჩააბარა სამხატვრო სკოლაში. შემდეგ – ნიკოლაძის სამხატვრო პედაგოგიურ ტექნიკუმში. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტი. ზურაბ ნიჟარაძის სახელოსნო.
2014 წელს თუმანიშვილის თეატრის საგამოფენო სივრცეში გაიმართა ირმას პირველი პერსონალური გამოფენა.
გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 16 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.