ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერმინისტრის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და გონივრული პოლიტიკის შედეგად მიღწეული უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერმინისტრის სპეციალური მრჩევლის, ვაზილ ჰუდაკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
აღინიშნა, რომ, მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტია. პრემიერმინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს მოუტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები