რუსთავში, მეშვიდე სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მეშვიდე მიკრორაიონში მოხდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.