ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი107.4%-ით ანუ 30.5მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი)30.5მილიონი ლარით მეტია.
სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2026 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 281.1 მილიონი (გეგმის 111%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 119.3 მილიონი ლარი (გეგმის 100%);შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 39.0 მილიონი ლარი (გეგმის 108%).