თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციას საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები მართავენ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი შეკრება სპონტანურად მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პოლიტიკური პარტია და მოძრაობა „სირცხვილია“ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რუსული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები