რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი

რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, რუმინეთში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი.

ელჩის თქმით, პრეზიდენტის ვიზიტს როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დატვირთვა აქვს.

„იწყება საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში. საქართველოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს მის რუმინელ კოლეგასთან, პრეზიდენტ კლაუდიო ჰანისთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა კონსტანცას, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი შავ ზღვაზე, რაც მნიშვნელოვანია შავი ზღვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით საქართველოსთან. ამ ვიზიტს აქვს დატვირთვა როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან რუმინეთმა და საქართველომ 2019 წელს იზეიმეს ურთიერთობების 300 წელი. წელს ვზეიმობთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავს და უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის, რაც შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული ფაქტია“, – განაცხადა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები