მარია ქრისტინა ვან კოლდამი: ტრადიციული რთველი საქართველოში ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობაა

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მარია ქრისტინა ვან კოლდამი საქართველოში ფესტივალის – “ღვინის დღეები საქართველოში” გამართვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

ელჩი აღნიშნავს, რომ ტრადიციული რთველი საქართველოში ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

„ტრადიციული რთველი წინანდალში საქართველოში ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა – მაგალითად, ამ ახალგაზრდა მეწარმეებთან, რომლებიც ყველაფერს ერთად აკეთებენ, დაწყებული ხელით მოხატული ულამაზესი ბოთლებით (ფიროსმანის ნახატები + QR-code) და დამთავრებული, რა თქმა უნდა, უგემრიელესი ღვინით”, – წერს ელჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები