ნამდვილად მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს და კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წრეში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ექნებათ საშუალება, საერთაშორისო გრანტები მოიპოვონ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ხალხის ძალის“ დღევანდელი განცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი მეტად გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას ინსტიტუციონალურ განვითარებაში, უბრალოდ, როდესაც ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებისთვის მიუღებელია.
კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება. ნამდვილად მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს და კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წრეში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ექნებათ საშუალება, საერთაშორისო გრანტები მოიპოვონ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას ინსტიტუციონალურ განვითარებაში. ამაზე ორი აზრი არ გამაჩნია, უბრალოდ, როცა ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებისთვის მიუღებელია. ზოგადად, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – აცხადებს ქადაგიშვილი.