საქართველოსა და ავსტრიას შორის მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან უჯმაჯურიძემ ავსტრიელ სტუმრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობების, ქართული ხორბლის ჯიშების მოძიება-აღდგენის, გენბანკის შექმნის, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რამდენიმე წელია თანამშრომლობს ავსტრიულ მხარესთან. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ავსტრიული კომპანიის „SAATBAU“ მარცვლოვანი კულტურების – ხორბლის, ქერის, ჭვავის, ტრიტიკალეს ჯიშების ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტირების უნარები იქნა შესწავლილი. შეხვედრაზე, მარცვლოვანი კულტურების თესლის მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიებთან თანამშრომლობის ახალი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება გამოიკვეთა, რომელიც მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავებას, გენეტიკური რესურსების გაცნობასა და გაცვლას გულისხმობს“, – აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიული კომპანიის „SAATBAU“ დირექტორმა, კარლ ფიშერმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები