გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის, სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურები იმართება.

პროექტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ხელაშვილს შეხვდნენ. პარლამენტის წევრმა პედაგოგებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე მომუშავე კომიტეტების: საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. გიორგი ხელაშვილმა კომიტეტების და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებულ მუშაობასა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისა და დადგენილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმებზე ისაუბრა. პედაგოგებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებებს, პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების – ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ კუთხით ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას.

„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მასწავლებლებმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებზე დაინტერესება გამოხატეს. შეხვედრის დროს პედაგოგებთან გამართული დისკუსია გვაძლევს იმის იმედს და განცდას, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი, მხოლოდ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არ არის და ჩვენი პედაგოგები და მოსწავლეები, ჩვენი მომავალი თაობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში და მის სამომავლო პერსპექტივებში კარგად არის გარკვეული.

მოხარული ვარ, რომ ქართული ენით დაწყებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ცოდნით გაგრძელებული გვაქვს წინსვლა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ცოდნას და გამოცდილებას, რეგიონში მცხოვრები პედაგოგები მომავალ თაობებს აცნობენ და უზიარებენ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც პედაგოგებმა მათთვის საინტერესო თემებზე გიორგი ხელაშვილისგან ინფორმაცია მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები