კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა კონცერტი გაიმართება

13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში, კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „საავტორო სტუდია“ 2013 წლიდან რეგულარულად ატარებს კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს. 13 ოქტომბერს გაიმართება  2021 წლის კონკურსის ლაურეატთა საპრიზო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: ედუარდ ჰრმუშიანი, იარა ფელდმანი (ისრაელი), თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი და „საქართველოს სინფონიეტა“.
მოწვეულ სტუმრებს შორის კი არიან მეგობარი ქვეყნების ელჩები, კერძო სექტორის წამორმადგენლები და ხელოვნების წამყვანი სპეციალისტები.
2021 წელს „სინფონიეტას“ პრიზი გადაეცა სამ ლაურეატს: ლუკა რომანელს (იტალია); ედუარდ ჰრმუშიანს (სომხეთი); იარა ფელდმანს (ისრაელი).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები