საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგია იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა 86:0 დაამარცხა.
ფინალში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მოწინააღმდეგე პორტუგალია იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთს სძლია.
ტურნირი საქართველოში მიმდინარეობს და საჩემპიონო მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები