ნელი დოროყაშვილმა შესაძლოა, ბასილაშვილის დედასაც უჩივლოს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი არ გამორიცხავს რომ ყოფილ დედამთილს, ნატალია ნაჭყებიასაც უჩივლოს.

როგორც დოროყაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყოფილმა დედამთილმა მას ცილი დასწამა და “პასუხს აუცილებლად მოსთხოვს”.

“მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თუმცა, სხვა მოლოდინები არ მქონდა იმიტომ, რომ მათ ეს პოზიცია აქვთ 2 წელია და არ აღიარებენ ბრალს. ცილისწამებას რაც შეეხება, ეს კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას,” – განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ჩოგბურთელის დედა, ნატალია ნაჭყებია. ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომას პირველად დაესწრო თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები