“ბავშვი იარაღად გამოიყენეს, ბებო ეუბნებოდა, რომ მე მაქვს კუდი” – ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის ჩვენება

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდებულის დედა დაიკითხა. ნატალია ნაჭყებიამ ისაუბრა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ნელი დოროყაშვილთან.

როგორც ნაჭყებიამ აღნიშნა, ყოფილ რძალთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც წყვილი განქორწინდა. ბასილაშვილის დედამ საუბრისას აღნიშნა, რომ დოროყაშვილის ოჯახი ბავშვს მის წინააღმდეგ განაწყობდა.
“ბავშვი გამოყენებული იქნა იარაღად. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს, რომ ბავშვს რაიმე უარყოფითი ეთქვა ჩვენ მიმართ. ამბობდა, რომ მისი ბებო ეუბნებოდა, თითქოს, მე მქონდა კუდი,” – განაცხადა ბასილაშვილის დედამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები